вторник, 9 февраля 2010 г.

მობეზრებული ერთფეროვნება

მომბეზრდით!
დამღალა ამ ფსევდო რომანტიზმითა და ძალით არაორდინალურობით გაჭყეპილმა ხალხმა
ამ თვითკმაყოფილმა იდიოტბმა
ამ ღვინოში ჩამხვრჩვალმა ანზორებმა და თენგიზებმა
ღიპიანმა და მელოტმა ბონდოებმა და ჭორიკანა ეთერებმა
დამღალა ამ თვალების აქეთ-იქით ცეცებამმ რაიმე ახლის მოლოდინში
დამღალა დილით გაკრეჭილმა გაღვიძებამ
დამღალა ამდენმა ტყუილმა სიბილწემდა აფერისტობამ!
ამ უაზრო მელანქოლიკებმა
ვახშობ პროტესტის გრძნობას
საოცრად დამღალეთ !
საოცრად

ერთი ჩვეულებრივი დღე


მინდა პატარა შესავალი გავაკეთო. აქ აღწერილი ამბავი ერთმა ჩემმა მეგობარმა გოგონამ მომიყვა და ვერ მოგატყუბთ ბევრიც ვიცინე ! კარგად მახსოვს როგორი მიყვებოდა ამ ამბავს გაბრწყინებული თვალებით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მაში რომ "ის" ასე თუ ისე ყველას ჭირდება ! აი ესეც ამბავი :)


ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა , როგორც ყოველთვის აჩაჩულ-დაჩაჩულმა გამოვიხურე სახლის კარები. სადარბაზოდან ფეხი გავდგი თუ არა ეგრევე მივხვდი რომ მძიმე დღე მელოდა. გარეთ მზე აცხუნებდა. მივდიოდი მაგრამ სად? ამდენმა ერთფეროვნებამ თავი მომაბეზრა , მინდოდა და მჭირდებოდა რაღაც ახალი , ავანგარდული მაგრამ მაინც საოცრად თბილი , ნაზი არანორმალური გიჟური ურთიერთობა!
ერთი კვირა ჩემი მობილურის ხმა არ გამიგია , ნეტა სადაა? ალბათ გდია სადღაც ჩანთის ფსკერზე , მაგრამ საოცარი იცით რა არის ??? ეს სულაც არ მადარდებს ...
ფიქრებში გართულს ნახევარი საათი გამპარვია მგონი ვიღაცამაც მკითხა რომელი საათიაოო და მეც ყური მოვიყრუე . არა და რა მაგარი ტიპი იყო ... ეჰ ჩემო უაზრო თავო შენ სულ გადაგრევს ამდენ უაზრო თემაზე ფიქრი სადარდებელი მაინც გქონდეს რამე .
კუთხეში მყუდრო კაფე შევნიშნე და ყოყმანის გარეშე შევაღე კარი . დიდი ოთახი მბჟუტავი განათება ,აქეთ-იქიტ გემოვნებით განლაგებული მაგიდები სკამებითურთ დიდი მარმარილოს კიბე , კანტი-კუნტად ხალხი ... ანდაც რა მიკვრის აგვისტოს დასაწყისია ყველა გულაობს მეკი ... არა არა მართლა მინდა რაღაც ახალი .
აკვარიუმთან მდგარ მაგიდას მივუჯექი , ჩემს დანახვაზე ოფიციანტი მოლაზლაზდა რა გნებავთო მკითხა და მენიუ მომაწოდა , ასევე ზლაზვნით ავხედე და დაგლილი ასოებით ვუპასუხე
- რაც შეიძლება ცივი ფორთოხლის წვენი - და უკვე ნახევარგზაგავლილს მივაძახე - თუ შეიძლება ბევრი ყინულიტ
კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ჩემს ირგვლივ ატმოსფეროს , წინა მაგიდაზე გამომწვევი ოდანვ დამცინავი და მაინც სურვილით აღსავსე თვალები შემეფეთნენ, რა იდიოტური გამომეტყველება აქვს ! თუმცა რა გასაკვირია ის ხომ ბიჭია! არა მაინც რა ჩერჩეტები არიან ! გონიათ ყოველთვის ერთი ნაბიჯით გვისწრებენ ის კი არ იციან რომ მათ წინ ყოველთვის ჩვენ ვართ , მათი გონება ხომ მანქანებს, ფეხბურთსა და "ნაშებს" ვერ ცდება მაგრამ მაინც სულელებივით გაიძახიან რომ გვერძე სურტ ქალი და არა "ნაშა" და ამისთვის ხელის გატოკებაც კი ეზარებათ. ხანდახან მგონია დაბადებიდან კრეტინიზმი შეეყარათ ეს კი სამწუხაროდ არ ინკურნება. მეცინება ჯერ კიდევ თინეიჯერი ვარ და ხანში შესული შინაბერესავით ვკიცხავ კაცების მოდგმას ... აი თუნდაც იმას ზემოთ რომ ავღნიშნე ახლაც ისევ ისეთი სულელური გამომეტყველება აქვს , თავისი ჭკუით ყოვლისმცოდნე , დამაბრმავებელი მაგრამ ამ დროს უაზრო და ცარიელი . არ მიყვარს ტიპები თვალებში რომ ჩახედავ და შენი ლოგინში შეთრევის მეტი რომ არაფერი უნდათ, საიდან ეტყობათ? იქიდან გუგებგადიდებულნი რომ გიყურებენ ტუჩზე დორბლმომდგარნი მშიერი ენაგადმოგდებული ძაღლებივით ... ჩემი აზრით ნამდვილ მამაკაცს სიმპატია სახეზე კი არა ქცევაში უნდა ემჩნეოდეს , შენდამი ურთიერთობაში. არიანღა ასეთები ? მე პირადად დამღალა ამ ანთEბული ჩირაღდნით ბოდიალმა
ისევ დაისევ ის სულელური მზეა , თავის ფინჯანს ხელ მოკიდა ფეხზე წამოდგა ნელი ნაბიჯით ჩემსკენ გამოემართა? . სიმპატიური მაღალი ასე 175 სანტიმეტრის , მუქი ქერა მოგრძნო თმა , შესამჩნევად მწვანე თვალები , უხდებოდა პატარა და აპრეხილი ცხვირი , თხელი ტუჩები და ღმერთო ეს კრეტინი მომეწონა?
- გამარჯობათ - გამიღიმა და დაჯდა . მწარედ გავუღიმე
- ვერ მიგიხვდით
- მისახვედრი არაფერია
- თქვენ მე იდიოტი გგონივართ ხომ?
- გულახდილად?
- დიახ
საათს დავხედე მერე ისევ გავუშტერე მზერა და
- ამ ერთ საათსა და ოცდახუთ წუთში შევამჩნიე თქვენი სავარაუდო სულელობა
- და რატომ ფიქრობთ ასე?
- იმიტომ რომ თქვენ ყველა სულელები ხართ
- მე ყველაში არ შევდივარ
- ფრთოსანი ფრაზაა
- მიყვარს მაკრატლით ფრთების ძირში წაჭრა
- ფრთხილად იყავით ეგ მაკრატელი სადმე არ იტაკოტ შრამი დაგრჩებათ
შევამჩნიე რომ სახეზე მომჯდარი ღიმილი სადღაც გაქრა და ახლა წარბშეკრული მიბღვერდა
- თავხედი ხაართ?
- არა
- აჰაა - წარბები შუბლს გაუტოლა
- გთხოვთ ანგარიში
სამი ლარი , ჩანთას დავტაცე ხელი ჩემმა მეწყვილემ ანგარიშის ქვითარს დახედა ეს თქვენო ოფიციანტს გაუწოდა და კმაყოფილი მზერით შემომხედა , ულში მეამა მაგრამ მაინც ცივად მოვუხადე მადლობა, სათვალე ავიღე და კარებისკენ წავედი
- და თქვენი ნომერი ?
- მაგერ ხელსახოცზე წერია - გავუღიმე და კამაყოფილი მზერით გავიჯახუნე კარი ...




воскресенье, 7 февраля 2010 г.

დამხატე!

დამხატე მე შენ გაძლევ ამის უფლებას
დამხატე ოღონდ არ დამხატო ასე უძიროდ
ასე ნამიანს ნუ დამიხატავ გთხოვ თვალებს
და ტუჩსაც ფრთხილად დაუსვი ფუნჯი
დამხატე როგორც მოდილიანმა ერთ დროს დახატა ცხორების არსი!
დამხატე გთხოვ ტილოს დაუსვი ფუნჯი.
უკანა ხედი დახატ შავი,
მდუმარებაც მიახატე სადმე კუთხეში,
და ირონიის შავი ბრჭყალებიც მიაგდე სადღაც.
იქვე დახატე გაცრეცილი ფურცლების დასტა!
ჩემი ტკივილი
სურათების ძალიან დიდი გროვა,
როგორც ცხოვრების ყოველი წამი ,
დახატე შავი მარტოსულობა,
და პიანინოს ამოყრლი კლავიშები!
ნახატზე ჩააქსოვე თვალებში მონატრება,
და გაქცეული სიყვარულიც,
იქvე ფანჯრიდან რომ მეჭყანება!
დახატე მწვანედ შეფერადებული წითელი, ლენტი,
ჩემი ცხოვრების ჭრელი სარტყელი,
ფუნჯები?! არა ეგენი არ დამანახო
გთხოვ რომ დამხატო გრძნობებით, სიტყვებით ...
და გთხოვ დამხატე ისე როგორც არასდროს
მთვარის სინათლეში აღბეჭდილი ნაწიბურებით

"ისე."


კაფის მბჟუტავ შუქში ვზივართ შუაღამის ოთხ საათზე და ვარდის ფურცლების ჩაის არომატზე ვსაუბრობთ მე და ისე ... ისე ისე მიყურებს თითქოს ცდილობს მისი თვალები სადღაც ჩემში ჩააძვრინოს , რაღაც ამომიღოს და გაუჩინარდეს მაგრამ ისეს წასვლა არ უნდა ... ჩაი მოგვიტანეს ჩვეულებრივი ! ჩვენ კი ისევ ისე დაჟინებით განვიხილავთ თუ რა არმოატი შეიძლება ქონდეს ვარდის ფურცლების ჩაის . ისემ ისევ ისე რაღაც საოცრება წამოიძახა და მეც გაოცებულმა შევანათე თვალები
- ჩაი კაია ქალივითმ ცხელი და ტკბილი და მითუმეტეს თუ მას ვარდის ფურცლების არომატი აქვს ...
შემრცხვასავით, გავინაზე . დიდი ხანია ისე ასეთი თბილი და მგრძნობიარე არ მინახავს, ჩემში რაღაცის წაკითხვას ამაოდ ცდილობდა . ის ის პერიოდი იყო სრულიად ცარიელი რომ ვიყავი და თქვენ წარმოდიგინეთ ისემ ეს ძალიან კარგად იცოდა
გახდა ხუთი
მერე ექვსი
შვიდზე ძილი მოგვერია , მაგრამ გარიჟრაჟის სილამაზე ნერვებს გვიშლიდა თითქოს მისკენ გვექაჩებოდა . ხელი ჩამკიდა შემომატრიალა თვალებში ჩამაშტერდა და მითხრა
- იცი ჩემო მეგობარიი რა ძალა აქვს გარიჟრაჟს ??? თუნდაც ვებერთელა მზეს ანდაც მთვარე ანდაც წვიმას თუნდაც კაფესა და ჩაის?
მიხვდა რომ ვერც ვერაფერი ვერ გავიგე, მერე თავი დაბლა ჩაწია და მისი ჩვეული ხმით ამოილუღლუღასავით
- არც მე ჩემო არც მე ...
ამოიხვნეშა თითქოს გულის კუნჭულში ცდილობს პასუხის მოძებნას და ვერ უპოვნიაო . მე კი ისევ ისე ჩუმად შევყურებდი ისეს იმის მოლოდინში რომ კიდე მეტყოდა რამეს მაგრამ მას შემდეგ ხმაც კი არ ამოუღია , არც მე გამომითქვამს ჩვეული ლაყბობის სურვილი .
მას შემდეგ თითქმის ყოველ დღე ერთმანეთს გონებით ვესაუბრებოდით , თითქოს სიტყვების წარმოთქმის გვრცხვენოდა , ვბაასობდით ყველაფერზე და ყველაზე თუნდაც ერთმანეთისგან კილომეტრის დაშორებით !
იმ დილის იმ ლამაზი ალიონის შემდეგ ისე აღარ მინახავს , სადთაც წავიდა ისე რომ კვალიც არ დამიტოვა მაგრამ არასდროს მიგრძვნია მისი ნაკლებობა ჩვენ ხომ ერთნი ვიყავით , ერთში ვბუდობდით ალბათ სწორედ ეს გვაძლებინებდა უერთმანეთოდ!
ერთხელაც რამოდენიმე წლის შემდეგ როცა ქმარიც მყავდა ორი შვილიც და ბუზღუნა დედამთილიც ჩემს ძველ ნაცნობ კაფეს ჩავუარე. სურვილმა გამკრა შემევლო და შევიხედე , პირველი თვალში ის მაგიდა მეცა შავში მოცული ასე 40-45 წლისოდე მამაკცი რომ იჯდა ... აზრმა გამკრა და მაგიდასთან კი არ მივედი მივფრინდი. ისე იყო , ისე დამიბრუნდა ... მან კი მან თავისი ჩვეული სახით ამომხედა მისი თვალები ისევ ჩემში ჩაიღვარა მერე კი ...
- ჩემო შენ თუ მიხვდი რა არომატი აქვს ვარდის ფურცლების ჩაის?
- არა ისე შენ?
- ქალის ჩემო ქალის ! ...
ისე ისევ ისე ადგა გრძელი მინის კარი გამოაღო და თვალს მიეფარა ...
"ქალის ჩემო ქალის" ........
გ.ს--ს
ნანო__.

ავდარია

ხიდი !
მიდიან ორნი !
იცი მიყვარხარ .....
აწივლდა ტირიფიი ,,,
აკივლდა ჭადარი!
და პასუხმაც არ დააყოვნა ...
მათ მისცეს სიყვარულს სიგიჟის უფლება,
და გრძნობებმაც მოაწყვეს დოღი,
მათ გაიარეს მარტოობა
და ახლა ერთად ელიან დაზამთრებას...
იმდენად ტკბილად ჩანს ყველაფერი
ეშინიათ რომ სულ მალე დაიქუხებს!
ისევ ორნი ...
ეგარაუშავრა მერე რა რომ კიდევ იწვიმებს!
მერე რა რომ ავდარიცაა მოსალოდნელი
სიყვარული გაიმარჯვებს????
ისინი უკვე არიან სამნი...
და აი აქ კი დუელში იწვევენ სიყვარულს ...
და მერე ?!
მოკლეს !
ვინ?
სხვამ ...........!

ადამიანი "რა" და არა "ვინ"

ადამიანი ცხოვრების მონა და გრძნობების ჩლუნგი ეს ყველაფერი მე და არავინ სხვა. გზას ისე მივუყვები თითქოს არავინ და აღარაფერი აღარ არსებობს ჩემთვის და ცოტახნის წინ ადამიანსაც ლამის მოვტეხე მხარი . ისეტი თვალებით მიყურებდა ალბთ, რომ შესძლებოდა იქვე მომიღებდა ბოლოს და გამომჭრიდა ყელს, ახალგაზრდა პატარა გოგო იყო მაგრამ მის თვალებში იმხელა ზიზღი და ინტრიგა დავინახე რომ ერტბაშად შემძრა და ჟრუანტელმა თავით ფეხებამდე დამიარა. თითქოს უმწიკლო სხეულს ეშმაკი დაპატრონებოდა.
უკვე 40 წელს მივუკაკუნე და არ ვბიცი რა მინდა. ცხოვრებაში დავიკარგე და მანაც უგზოუკლოდ დამკარგა, ღერთმაც მიმატოვა და უფრო მეტიც მეც მივატოვე იგი. ყველაფერი მქონდა რასაც 18-20 წლის ბიჭი ინატრებდა , მანქანა, საკუთარი ბინა, ახლა კი სადღაც მიტოვებულ ნანგრევში ვცხოვრობ ისიც ნაქირავებია. აღარავინ და აღარაფერი გამაჩნია
ცხოვრების მწარე შეცდომებით კაეშანშეპარული ფიქრობდა თავის უიღბლო სიცოცხლეზე, ბოლომდე თავსაც არ უტყდებოდა ალბატ ყველაფრის გახსენებისაც ეშინოდა და ფიქრებს გასაქანს აღარ აძლევდა . ყოველთვის მაღალ მწვერვალზე მიდიოდა და გზაზე ფეხიც არ დაცდენია და აი როცა ჩამოვარდა დაცემა მწარედ განიცადა. აღარაფერს რომ არ წარმოადგენდა მისთვის ცხოვრება და ცხოვრებისტვის ის უკვე კარგა ხანია იცოდა და ყოველ ღამე იძინებდა ფიქრით, რომ ის გახდა ადამიანი საგანი და არა გული ანუ ადამიანი "რა" და არა "ვინ"

!!!!!!!!!!!!!!!!

შენ წახვედი და დამიტოვე
ნაცრისფერი მონატრების თეთრი ლეგენდა,
ოცნების შავად შეფერადებული ტკივილის წამი.
დაგპირდი ...
ნანაობს შენი ლომკის წყურვილის ბუშტი
გაუწყლოებით ღონემიხდილი სიყვარული
გულის კუნჭულში ...
პატარა ბავშვის ზღაპრებივით არახდენილი
ფიქრებთა გროვა
რევოლვერი
წითელი მასით გაუწუწავთ მარტოობა